Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში კვირას მუშაობა დაიწყო საერთოეროვნულმა


ბაღდადში კვირას მუშაობა დაიწყო საერთოეროვნულმა კონგრესმა, რომელშიც მთელი ერაყიდან დაახლოებით 1300-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი.

ბაღდადში კვირას მუშაობა დაიწყო საერთოეროვნულმა კონგრესმა, რომელშიც მთელი ერაყიდან დაახლოებით 1300-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი.
დელეგატებმა უნდა აირჩიონ ნაციონალური ასამბლეა, რომელმაც ქვეყნის დროებითი საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია უნდა შეასრულოს. ერაყის გარდამავალი ხელისუფლების პრემიერ მინისტრის იად ალავის თქმით, კონგრესი პირველი ნაბიჯია მომავალი დიდი დიალოგის გზაზე. თუმცა, კონგრესის გახსნისთანავე რამდენიმე შიიტმა აქტივისტმა სცადა მისი ჩაშლა. თავად ბაღდადში კი დაცვის გაძლიერებული ზომების მიუხედავად რამდენიმე აფეთქება მოხდა. იუწყებიან, რომ დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაიჭრა ექვსი ადამიანი. კვირასვე, გარდამავალმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქ ნაჯაფზე შტურმის განახლების თაობაზე, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებაზე შიიტთა ლიდერის მოყტადა სადრის მომხრეებმა უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე.
XS
SM
MD
LG