Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი ნერვები აქვს ეკონომიკის მინისტრს? ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ აქამდე საქართველოში ყველაზე მეტ ინტერესს საზოგადოება ე.წ. ძალოვანი მინისტრების საქმიანობისადმი იჩენდა, დღეს მათთან ერთად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე.

თუმცა, ეს ინტერესი მისთვის უჩვეულო არ უნდა იყოს: კახა ბენდუქიძე მასმედიისა და საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას არც რუსეთში მოღვაწეობის დროს უჩიოდა. მაგრამ თუ ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის მოსაზრებებს რუსეთის მთავრობა, სულ ცოტა, ყურს მაინც უგდებდა, მინისტრ კახა ბენდუქიძის მოსაზრებები საქართველოს ეკონომიკური განვითარების თაობაზე საზოგადოების ერთი ნაწილის ხმამაღალ პროტესტს იწვევს. რას ფიქრობს მინისტრი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე? როგორია მისი პროგნოზი საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან დაკავშირებით? რამდენად აღიზიანებს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა? ამ კითხვებით კახა ბენდუქიძეს თამარ ჩიქოვანმა მიმართა.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG