Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ეროვნული კონფერენციის 50-მდე დელეგატმა


ერაყის ეროვნული კონფერენციის 50-მდე დელეგატმა გადაწყვიტა, ჩავიდეს ქალაქ ნაჯაფში, რათა დაარწმუნოს შიიტთა ლიდერი მოყტადა სადრი,

ერაყის ეროვნული კონფერენციის 50-მდე დელეგატმა გადაწყვიტა, ჩავიდეს ქალაქ ნაჯაფში, რათა დაარწმუნოს შიიტთა ლიდერი მოყტადა სადრი,
ქალაქში შეწყვიტოს შეერთებული შტატებისა და ერაყის სამთავრობო ჯარებთან ბრძოლა. დელეგატები ნაჯაფში ჩასვლას დღეს გეგმავდნენ, მაგრამ ვიზიტი გადაიდო. ნაჯაფში ჩასვლა გადაწყდა მას მერე, რაც ამ ქალაქში ახალი შეტაკებები დაიწყო. მანამდე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა იმამ ალის მეჩეთთან მიმდინარე ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მოყტადა სადრი და მისი მომხრეები მეჩეთს აფარებენ თავს. დღეს ირანმა მოუწოდა გაეროს, ჩაერიოს კონფლიქტში და შეწყდეს ნაჯაფში ბრძოლები.

XS
SM
MD
LG