Accessibility links

ცხინვალმა ორშაბათს უარყო საქართველოს შს


ცხინვალმა ორშაბათს უარყო საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასულ ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლის დროს სეპარატისტების 15 მებრძოლი დაიღუპა.

ცხინვალმა ორშაბათს უარყო საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასულ ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლის დროს სეპარატისტების 15 მებრძოლი დაიღუპა.
როგორც პრაიმ-ნიუსს განუცხადა სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ, ოსური მხრიდან არავინ დაღუპულა, არის სამი დაჭრილი. მისი ინფორმაციით, სროლა დილის 7 საათზე შეწყდა და ამჟამად კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით მშვიდია. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამით კონფლიქტის ზონაში ორი ქართველი სამხედრო დაიღუპა სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, თუმცა საპასუხო სროლის შედეგად 15-მდე ბოევიკია განადგურებული. სროლა სეპარატისტების მხრიდან ქართული პოზიციების მიმართულებით კვირას საღამოს 9.00 საათიდან დაიწყო, თუმცა ქართულმა ფორმირებებმა მხოლოდ დილის 4.00 საათზე გახსნეს საპასუხო ცეცხლი, როდესაც ქართული სოფლების მასიურად დაბომბვის საშიშროება შეიქმნა.
XS
SM
MD
LG