Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად გაიზარდა ლტოლვილთა


უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად გაიზარდა ლტოლვილთა ნაკადი სუდანის პროვინცია დარფურიდან მეზობელ ჩადში.

უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად გაიზარდა ლტოლვილთა ნაკადი სუდანის პროვინცია დარფურიდან მეზობელ ჩადში.
რესპუბლიკა ჩადში გაეროს წარმომადგენლის მონაცემებით, მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე საზღვარი გადაკვეთა დაახლოებით ხუთასმა ადამიანმა. სუდანში გაეროს წარმომადგენელი იან პრონკი აცხადებს, რომ დარფურში ვითარება სრულებით არ უმჯობესდება. უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე დარფურში ტერორის კამპანიის გამო, - რომელიც არაბულმა დაჯგუფებებმა გააღვივეს შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და რის მიმართაც სუდანის ხელისუფლება გულგრილობას იჩენს, - დაახლოებით 30 ათასი ადამიანი იქცა ლტოლვილად.
XS
SM
MD
LG