Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის


საქართველოს ხელისუფლება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ზონის სრულ დემილიტარიზაციას,

საქართველოს ხელისუფლება სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ზონის სრულ დემილიტარიზაციას,
ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და საგზაო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სამშაბათს, ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,ამ მოთხოვნების და რეალური მშვიდობის მიღწევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მზადაა კონფლიქტის ზონიდან ეტაპობრივად გამოიყვანოს სამხედრო ძალები”, - განაცხადა ჟვანიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი შეხვედრის თარიღი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან ჯერჯერობით დაუდგენელია. “შესაძლოა შეხვედრა საერთოდ არ შედგეს”, -აცხადებს ჟვანია. მას აბსურდულად მიაჩნია საუბრის დაწყება კონფლიქტის ზონაში არსებული ე.წ. მესამე ძალის შესახებ. ,,ამ განცხადებით სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის. თუ ასეთი ძალა მართლაც არსებობს, საქართველოს შეიარაღებული ძალები მის გასანადგურებლად შესაბამის ოპერაციას ჩაატარებენ. ასეთი ძალები უნდა განადგურდეს”, -აცხადებს პრემიერი.
XS
SM
MD
LG