Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში გაათავისუფლეს იორდანელი ბიზნესმენი


დღეს ერაყში გაათავისუფლეს იორდანელი ბიზნესმენი, რომელიც ექსტრემისტებს 8 დღის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული მძევლად.

დღეს ერაყში გაათავისუფლეს იორდანელი ბიზნესმენი, რომელიც ექსტრემისტებს 8 დღის მანძილზე ჰყავდათ დაკავებული მძევლად.
პოლიციის მონაცემებით, ორი გამტაცებელი დაპატიმრებულია. სამმა გაქცევა მოახერხა. სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ გამოაცხადა, რომ აიყვანა ერაყის უშიშროების სამსახურის ოფიცერი. გამტაცებლები ქალაქ ნაჯაფში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ. გაურკვეველია მიკი გარენის, დასავლელი ჟურნალისტის ბედი, რომელიც დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ქალაქ ნასირიაში. მისმა საცოლემ დღეს გამტაცებლებს მოუწოდა, გაათავისუფლონ გარენი. იგი იტყობინება, რომ ჟურნალისტი მუშაობდა ფილმზე იმ ზიანის შესახებ, რასაც ერაყში საომარი მოქმედებები არქეოლოგიურ ფასეულობებს აყენებს.
XS
SM
MD
LG