Accessibility links

logo-print

სამშაბათს საღამოს ცხინვალის რეგიონში კვლავ


სამშაბათს საღამოს ცხინვალის რეგიონში კვლავ განახლდა სროლა.

სამშაბათს საღამოს ცხინვალის რეგიონში კვლავ განახლდა სროლა.
დღისით ქართულმა და ოსურმა სამხედრო ნაწილებმა დაიწყეს ერთობლივი ოპერაცია მათ მიმართ დაუქვემდებარებელი იმ შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ, რომლებიც სროლის პროვოცირებას ახდენენ. სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისვრიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, რომელთა მეთაური აღარ ემორჩილება თბილისის მოთხოვნებს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ ხვალ შედგება ქართული მხარის შეხვედრა სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპულიკის ლიდერთან, ედუარდ კოკოითისთან.
XS
SM
MD
LG