Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ეწვევა მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ეწვევა მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით.
როგორც პუტინმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველ კოლეგებთან ასეთი შესაძლებლობა განიხილებოდა, თუმცა სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ის თვლის, რომ ვიზიტი ასეთ ვითარებაში უადგილო იქნებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე ორმხრივ, რუსულ-ქართულ, ხასიათს იღებს. ამის მსგავსი არაფერი ყოფილა და არც შეიძლება იყოს. ეს კონფლიქტი სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმოიშვა, როცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიის სტატუსები, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG