Accessibility links

logo-print

უახლოეს დღეებში ცხინვალში გაიმართება სამხრეთი


უახლოეს დღეებში ცხინვალში გაიმართება სამხრეთი ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითისა და ჩრდილო ოსეთის

უახლოეს დღეებში ცხინვალში გაიმართება სამხრეთი ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითისა და ჩრდილო ოსეთის
პრეზიდენტის, ალექსანდრ ძასოხოვის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან. ქართული მხარის თანახმად, კოკოითიმ მონაწილეობის თანხმობა განაცხადა დღეს შერეული საკონტროლო კომისიის წევრებთან შეხვედრაზე. წუხელ ცხინვალის რეგიონში გრძელდებოდა სროლა. საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია საქართველოს სამი სამხედრო მოსამსახურე, შვიდი დაიჭრა. ორივე მხარე სროლის პროვოცირებაში ბრალს სდებს დაუდგენელ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც არავის ექვემდებარებიან.
XS
SM
MD
LG