Accessibility links

რუსეთი ვერ ხედავს სამხრეთ ოსეთის


რუსეთი ვერ ხედავს სამხრეთ ოსეთის საკითხზე საერთაშორისო ფორუმის ჩატარების აუცილებლობას.

რუსეთი ვერ ხედავს სამხრეთ ოსეთის საკითხზე საერთაშორისო ფორუმის ჩატარების აუცილებლობას.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ახლი საერთაშორისო ფორუმის მოწვევა შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა დარეგულირების არანაირი მექანიზმი არ არსებობს ან ის არსებობს, მაგრამ არ მუშაობს, - განუცხადა ჟურნალისტებს ლავროვმა და მაგალითად ერაყში შექმნილი სიტუაცია მოიყვანა. ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი დარეგულირების მექანიზმები არსებობს - ესენია შერეული საკონტროლო კომისია და შერეული სამშვიდობო ძალები. აღნიშნულის დადასტურებაა გასულ შაბათ-კვირას მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც აღიარებენ ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, - თქვა ლავროვმა. მან აღნიშნა, რომ შეთანხმებების რეალიზაცია თბილისისა და ცხინვალის ხელისუფლებების მიერ იყო გარანტირებული. ის ფაქტი, რომ ეს შეთანხმებები ირღვევა, არ ნიშნავს, რომ ისინი არ მოქმედებენ. ლავროვის თქმით, ქართული და ოსური მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად იბრძოლონ, ე.წ. “მესამე ძალის” წინააღმდეგ, რათა პროვოკატორებმა ვერ შეძლონ შეთანხმებების ჩაშლა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ლაპარაკი უნდა იყოს არა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაზე, არამედ მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე.
XS
SM
MD
LG