Accessibility links

logo-print

დღეს კვლავ გაიზარდა მსოფლიო ბაზრებზე


დღეს კვლავ გაიზარდა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები - ბარელი ნავთობის ფასმა 47 დოლარს გადააჭარბა.

დღეს კვლავ გაიზარდა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები - ბარელი ნავთობის ფასმა 47 დოლარს გადააჭარბა.
ივნისის ბოლოდან ბარელი ნავთობი საშუალოდ ათი დოლარით გაძვირდა. მაგრამ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის - ოპეკის - მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნავთობზე მაღალი ფასები ჯერჯერობით თითქმის არ აისახება ეკონომიკის ზრდის ტემპებზე უმეტეს ქვეყნებში. ოპეკი, რომელზეც მოდის მსოფლიოში ნავთობის მოპოვების თითქმის ნახევარი, აღნიშნავს, რომ უკვე გაზარდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების მოცულობა და მომავალშიც აპირებს ამას, რათა ფასების ნორმალურ დონეზე შენარჩუნება მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG