Accessibility links

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს,

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს,
რომ ქართული ფორმირებები ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში შეჭრას ცდილობენ. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გაგლოევამ ჩვენს რადიოს განუცხადა, მიმდინარეობს ძლიერი სროლა ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან. [გაგლოევას ხმა] "დღეს ქართველთა მხარემ ქალაქში ჩრდილოეთიდან შემოჭრა სცადა. ანუ იქიდან, სადაც მას მტკიცე პოზიციები აქვს, კერძოდ სოფელ თამარაშენის მხრიდან. მან დაიწყო მიზანმიმართული სროლა მშვიდობიან მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლებისკენ." დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ დილით ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურებულ იქნა "მესამე ძალად" წოდებული შეიარაღებული დაჯგუფება, რომელშიც საქართველოში ჩრდილოეთი კავკასიიდან შესული დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ჟვანიამ დასძინა, რომ ოპერაციის შედეგად ნათელი გახდა, ვინ იყო ე.წ. "მესამე ძალა" და ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარი უნდა შეწყდეს.
XS
SM
MD
LG