Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოში ეუთოს


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის, როი რივის პრესკონფერენცია.

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის, როი რივის პრესკონფერენცია.
მასზე რივიმ განაცხადა, რომ შერეულმა სამშვიდობო ძალებმა ვერ შეძლეს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონიდან არაოფიციალური ფორმირებების "გაძევება". საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და ცხინვალის დეფაქტო მთავრობის მეთაურთან ედუარდ კოკოითისთან შეხვედრებზე რივმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო ძალები მოქმედებენ არა როგორც ერთიანი ორგანიზმი, არამედ როგორც სამი ცალკეული ბატალიონი". რივმა ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია ოფიციალური მიმართვა ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის საკითხზე.
ეუთოს მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ მხარეები მოილაპარაკებენ, რომ საჭიროა არსებული სტრუქტურის შეცვლა, ეუთო განიხილავს ამ საკითხსა და მისი განხორციელების შესაძლო გზებს. შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტმა 13 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ერთხმად მიიღო განცხადება, რომელშიც მოითხოვა რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტა, ახალი საერთაშორისო მანდატის შემუშავება და ამჟამად მოქმედი ძალების ჩანაცვლება საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტით.
XS
SM
MD
LG