Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ იად


ერაყის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ იად ალავიმ დღეს "უკანასკნელი გაფრთხილება" გამოთქვა

ერაყის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ იად ალავიმ დღეს "უკანასკნელი გაფრთხილება" გამოთქვა
ქალაქ ნაჯაფში მოქმედი შიიტი ექსტრემისტების მისამართით, დაყარონ იარაღი და დატოვონ იმამ ალის მეჩეთი რომელშიც ისინი გამაგრებული არიან. ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ალავიმ შიიტთა რადიკალ სასულიერო ლიდერს მოყტადა სადრს მოუწოდა, შეასრულოს მთავრობის მოთხოვნები, რათა ნაჯაფში ბრძოლა შეწყდეს. ალავის თქმით, მას შემდეგ, რაც დროებითი მთავრობა მიიღებს ცნობას, რომ სადრი და მისი მომხრეები მზად არიან, შეასრულონ მთავრობის მოთხოვნები, ხელისუფლება სადრსა და მის ჯგუფს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.
XS
SM
MD
LG