Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაერო ჟენევაში, ნიუ-იორკსა და


დღეს გაერო ჟენევაში, ნიუ-იორკსა და ამანში აწყობს ცერემონიებს, რომელთა მონაწილეები

დღეს გაერო ჟენევაში, ნიუ-იორკსა და ამანში აწყობს ცერემონიებს, რომელთა მონაწილეები
პატივს მიაგებენ ამ ორგანიზაციის ბაღდადის ოფისთან ერთი წლის წინათ მოწყობილი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას. იმ ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ერაყში გაეროს მისიის ხელმძღვანელი სერჟიუ ვიეირა დი მელუ. ტერორისტთა თავდასხმამ გაერო აიძულა, ერაყიდან გაეწვია თავისი ყველა თანამშრომელი. ამ რამდენიმე დღის წინათ ერაყში დაბრუნდა გაეროს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც სათავეში უდგას პაკისტანელი დიპლომატი აშრაფ ყაზი. ამ ჯგუფის მთავარი ამოცანა ქვეყნის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენაა.
XS
SM
MD
LG