Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კატეგორიულად


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კატეგორიულად უარყო მისი მისამართით გამოთქმული მოწოდება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კატეგორიულად უარყო მისი მისამართით გამოთქმული მოწოდება
გადადგომის შესახებ. 9 ოქტომბერს ავღანეთში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტად სწორედ კარზაის მიიჩნევენ.
გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატთა 17-კაციანმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, თუ ჰამიდ კარზაი ერთი კვირის მანძილზე არ დატოვებს თანამდებობას. ამ ჯგუფის მტკიცებით, ჰამიდ კარზაი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ახორციელებს და საამისოდ თავის თანამდებობას იყენებს. მოგვიანებით ამ განცხადების ხელმომწერთაგან ოთხმა თავისი ხელმოწერა გამოიხმო.
XS
SM
MD
LG