Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დაიწყოს


საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დაიწყოს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში დანგრეული სახლების აღდგენა

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დაიწყოს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში დანგრეული სახლების აღდგენა
როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის განცდა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოსი ეროვნების ადამიანები "ჩვენი ხალხი და მოსახლეობაა", ხოლო ისინი, ვინც მათ სხვა განცდას უნერგავს, ოსი ხალხის მტერია. პარლამენტმა უკვე იმსჯელა იმაზე, რას სახით მიიღებს იგი მონაწილეობას დანგრეული სახლების აღდგენის პროცესში - თქვა ბურჯანაძემ. გუშინ, გამთენიისას საქართველოს სამხედრო შენაერთებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები განდევნეს ცხინვალის რეგიონის იმ სიმაღლეებიდან, საიდანაც გამუდმებით ესროდნენ ქართულ სოფლებს. გუშინვე პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, დაკავებული სიმაღლეები გასაკონტრლლებლად სამმხრივ სამშვიდობო ძალებს გადაეცა. პარასკევი ღამე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მშვიდი იყო კონფლიქტის ზონაში.
XS
SM
MD
LG