Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ნაჯაფში იმამ ალის


ერაყის ქალაქ ნაჯაფში იმამ ალის მავზოლეუმი კვლავაც შიიტი მეამბოხეების კონტროლქვეშაა მიუხედავად მათი ლიდერის, მოყტადა სადრის დაპირებისა,

ერაყის ქალაქ ნაჯაფში იმამ ალის მავზოლეუმი კვლავაც შიიტი მეამბოხეების კონტროლქვეშაა მიუხედავად მათი ლიდერის, მოყტადა სადრის დაპირებისა,
რომ ამ წმინდა ადგილის გასაღებს სასულიერო ხელისუფლებას გადასცემდნენ. სადრის მრჩეველმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. [სადრის წარმომადგენელი] "მე კვლავ შევხვდი უზენაეს აიათოლა ალი სისტანის და გადავეცი მას ჩვენი თხოვნა, შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც მოამზადებს შეთანხმებას იმამ ალის მავზოლეუბის შიიტური სასულიერი ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ." ამასთან, მოყტადა სადრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ე.წ. "მეჰდის არმიის" მებრძოლები მომავალშიც ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავენ მავზოლეუმს და თავად ნაჯაფს.

XS
SM
MD
LG