Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ


შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ კერიმ ფედერალურ საარჩევნო კომისიას მიმართა თხოვნით,

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ კერიმ ფედერალურ საარჩევნო კომისიას მიმართა თხოვნით,
აიკრძალოს ტელევიზიით მისი რეპუტაციის შემლახველი მასალების ჩვენება. საქმე ეხება ვიდეორგოლებს, რომლებიც ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯგუფის თხოვნით გაკეთდა. მათში ირწმუნებიან, რომ კერი - რომელიც თავად არის ვიეტნამის ომის ვეტერანი - ბევრ რამეში ტყუის თავისი წარსულის შესახებ. კერის თქმით, დამკვეთები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გარემოცვასთან არიან დაკავშირებული. პასუხად თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა განაცხადა: [მაკლელანის ხმა] "ჩვენ უკვე განვაცხადეთ - და სრულიად არაორაზროვნად, - რომ ამასთან არავითარი კავშირი არა გვაქვს. ჩემის აზრით, სენატორი კერი თავშეკავებას კარგავს, მაგრამ ეს მას არ აძლევს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტს დაუსაბუთებელი ბრალდებებით დაესხას თავს."
XS
SM
MD
LG