Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ნაჯაფში გრძელდება გააფთრებული


ერაყის ქალაქ ნაჯაფში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. კვირას ამერიკის ავიაციამ დარტყმები მიაყენა ამბოხებული შიიტების პოზიციებს.

ერაყის ქალაქ ნაჯაფში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. კვირას ამერიკის ავიაციამ დარტყმები მიაყენა ამბოხებული შიიტების პოზიციებს.
ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა მაიკლ ტროკმორტონმა აღნიშნა, რომ ოპერაცია ტარდება ერაყის უშიშროების ძალებთან ერთად. [ტროკმორტონის ხმა] "ჩვენ შეგვიძლია ბევრი გავაკეთოთ საკუთარი ძალებით, ამერიკის ჯარებით. მაგრამ ეს არ გვსურს. ჩვენ ერაყის ძალებთან ერთად ვმუშაობთ და განვაგრძობთ მათთან თანამშრომლობას. არ გვინდა, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა იყოს. ჩვენ აქ ერაყის ძალების სახელით ვართ და გვინდა მათთან ვითანამშრომლოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია", განაცხადა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა. რადიკალი შიიტი ლიდერის, მოყტადა სადრის მომხრეები კვლავაც აკონტროლებენ იმამ ალის მავზოლეუმს. უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები შიიტების სასულიერო ლიდერის, აიათოლა ალი სისტანისთვის წმინდა ადგილის გადაცემის თაობაზე.
XS
SM
MD
LG