Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ სასულიერო პირთა განცხადებით, ცხინვალის


ქართველ სასულიერო პირთა განცხადებით, ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი რუსეთის ეკლესიის სამღვდელოება

ქართველ სასულიერო პირთა განცხადებით, ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი რუსეთის ეკლესიის სამღვდელოება
საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსის გრიგოლის და დმანელი ეპისკოპოსის ზენონის მიმართვა. ქართველ სასულიერო პირთა განცხადებით, ცხინვალის რეგიონში შემოჭრილი რუსეთის ეკლესიის სამღვდელოება და კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლება ეწევიან პოლიტიკურ მანიპულაციას მართლმადიდებელი სარწმუნოებით, რაც მართლმადიდებლობის ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში გამოიხატება. ქართველი სასულიერო პირები მოუწოდებენ ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმონ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა საქართველოსადმი და მხარი დაუჭირონ ოფიციალური თბილისის სამშვიდობო პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG