Accessibility links

logo-print

დღეს დაიწყო ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ


დღეს დაიწყო ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის ოფიციალური ვიზიტი პაკისტანში,

დღეს დაიწყო ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაის ოფიციალური ვიზიტი პაკისტანში,
სადაც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში ყურადღება დაეთმობა ტერორისტული სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას. ყარზაისთვის განსაკუთებულ მნიშვნელობას წარმოადგენს 9 ოქტომბერს ავღანეთში საპერზიდენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ავღანეთის ლიდერი ფერვეზ მუშარაფთან შეხვედრის დროს შეეცდება მიიღოს გარანტია, რომ პაკისტანი საგულდაგულოდ გაამაგრებს საზღვარს და არ დაუშვებს ცალკეული გასამხედროებული რაზმების გადასვლას ავღანეთის ტერიტორიაზე. ყარზაის პაკისტანში ვიზიტის დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტობის 12 კანდიდატის მოთხოვნა ბოკიოტი გამოუცხადონ მომავალ არჩევნებს, თუკი მოქმედი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი არ დატოვებს პოსტს.
XS
SM
MD
LG