Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძის ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.


ასლან აბაშიძის ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.

ასლან აბაშიძის ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.



ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ აჭარის უმაღლეს სასამართლოს ავტონომიის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ქონების კონფისკაციის მოთხოვნით მიმართა. პროკურატურის ცნობით, ასლან აბაშიძისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და საბანკო ანგარიშები 100 მლნ ლარადაა შეფასებული. მაშინ, როცა ყოფილი ლიდერისა და მისი ნათესავების სახელფასო შემოსავლები მათი თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში 130 ათას ლარს არ აღემატებოდა. აჭარის უმაღლესი სასამართლო პროკურატურის მიერ შეტანილ სარჩელს უახლოეს კვირაში განიხილავს და, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული ქონება, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო გზით შეძენილი, სახელმწიფოს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG