Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 აგვისტოს გვიან ღამით, თითქმის


25 აგვისტოს გვიან ღამით, თითქმის ერთსა და იმავე დროს კატასტროფა განიცადა ორმა რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რის შედეგადაც 89 ადამიანი დაიღუპა.

25 აგვისტოს გვიან ღამით, თითქმის ერთსა და იმავე დროს კატასტროფა განიცადა ორმა რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რის შედეგადაც 89 ადამიანი დაიღუპა.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ავიალაინერის ბორტზე გაცილებით მეტი ადამიანი ყოფილიყო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი იგანტჩენკოს ინფორმაციით, გამოძიება ერთბაშად რამდენიმე ვერსიას ამუშავებს. მათ შორის არ გამოირიცხება ტერაქტიც.
"განიხილება რამდენიმე ვერსია. ძირითადია, სამოქალაქო ავიაციის წესების დარღვევა. განიხილება, აგრეთვე ტერაქტის ვერსია, მაგრამ მოცემული მომენტისათვის, არავითარი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ეს იყო ტერაქტი - არ არსებობს. " ორივე თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროდრომიდან აფრინდა. ტუ-134 ტიპის თვითმფრინავი რეისს ასრულებდა სოჭის მიმართულებით და მისი ნამსხვრევები მხოლოდ დილით აღმოაჩინეს, ტუ –154 ტიპის ლაინერი კი, რომელიც როსტოვის მიმართულებით მიფრინავდა, თვითმხილველთა თქმით ტულის ოლქის მიდამოებში, ჰაერშივე აფეთქდა.
XS
SM
MD
LG