Accessibility links

logo-print

ერაყში დაბრუნდა შიიტთა სულიერი ლიდერი


ერაყში დაბრუნდა შიიტთა სულიერი ლიდერი აიათოლა ალი სისტანი

ერაყში დაბრუნდა შიიტთა სულიერი ლიდერი აიათოლა ალი სისტანი
ლონდონიდან სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ერაყში დაბრუნდა შიიტთა სულიერი ლიდერი აიათოლა ალი სისტანი, რომელიც მისი თანაშემწეთა თქმით, ამჟამად ქალაქ ბასრაში იმყოფება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ალი სისტანი ქალაქ ნაჯაფშიც ჩავიდეს. ცოტა ხნის წინ რადიკალ შიიტთა ლიდერი მოყტადა სადრი აპირებდა, სწორედ სისტანისათვის გადაეცა იმამ ალის მავზოლეუმის კონტროლი. თუმცა, მოლაპარაკება ჩაიშალა. ნაჯაფში კი გრძელდება შეერთებული შტატებისა და ერაყის არმიის ნაწილების ერთობლივი ოპერაცია სადრის მომხრე ამბოხებულების წინააღმდეგ, რომლებიც კვლავ იმამ ალის მეჩეთში არიან გამაგრებულნი. ოთხშაბათს ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა სუნიტ ბოევიკთა ბაზა ქალაქ ფალუჯაში. სამი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG