Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გაავრცელა განცხადება,

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს გაავრცელა განცხადება,
რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისში რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო რუსეთის საელჩომ პარასკევი დღე უქმედ გამოაცხადა და შეაჩერა საკონსულოს მუშაობაც. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის საელჩოს კედლებთან მიმდინარე "ვაკჰანალიის" პირობებში საქართველოსთან სამხედრო საკითხებზე, თუ ე.წ. "დიდი" ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებათა წარმოება შეუძლებლად მიაჩნია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველო არღვევს ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებების გამო საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა საპასუხო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკარგეს ზომიერების გრძნობა და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ.
XS
SM
MD
LG