Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის საუკუნის შემდეგ რუსული ხატი ვატიკანიდან მოსკოვს დაუბრუნდა


ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დასავლეთში გაიტანეს, 1993 წელს რომის პაპს აჩუქეს. შაბათს კი ვატიკანის მაღალი დონის დელეგაცია ხატს რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს გადასცემს. ვატიკანში იმედოვნებენ, რომ ხატის დაბრუნება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობას განმუხტავს. რუსეთის ეკლესია ვატიკანს ტრადიციულ მართლმადიდებელ ქვეყნებში პროზელიტიზმში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG