Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი აღმოჩნდა


ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი აღმოჩნდა ორივე თვითმფრინავის ფრაგმენტების დათვალიერებისას

ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი აღმოჩნდა ორივე თვითმფრინავის ფრაგმენტების დათვალიერებისას
ტულასა და როსტოვში, ამის შესახებ ნათქვამია, რუსეთის ფედერალური უშიშრეობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ ასაფეთქებელი ნივთიერებით განხორციელდა ტერაქტების სერია 1999 წელს, რომელთა მოწყობა ჩეჩენ სეპარატისტებს ბრალდებათ. ორივე თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სამშაბათს, 89 ადამიანი დაიღუპა. ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ნიკოლაი ზახაროვის თქმით, უკვე დადგენილია რამდენიმე პირი, მათ შორის ორი ქალი, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ მომხდარ ტერაქტთან. ლაინერების აფეთქებაზე კი პასუხისმგებლობა ნაკლებადცნობილმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ "ისლამბულის ბრიგადამ" იკისრა. დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების დაკრძალვა გაიმართა.
XS
SM
MD
LG