Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელ შიიტთა უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა


ერაყელ შიიტთა უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა სისტანმა შაბათს რამდენიმე შეხვედრა გამართა

ერაყელ შიიტთა უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა სისტანმა შაბათს რამდენიმე შეხვედრა გამართა
სასულიერო პირებთან. ცხოვრება კი ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ, ნაჯაფში მშვიდობიან კალაპოტს უბრუნდება. იქ შაბათს გარდამავლი ხელისუფლების 5 მინისტრი ჩავიდა, რათა ადგილზე გასცნობოდა ვითარებას. ქალაქი დატოვეს ამერიკულმა სამხედერო ნაწილებმა და მძიმე ტექნიკამ, ნაჯაფში დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი. თუმცა სროლის ხმა არ წყდება ერაყის სხვა ქალაქებში. დღეს შეირაღებულმა პირმა ქალაქ ბაქუბას ახლოს პოლიციის პატრულს ცეცხლი გაუხსნა და პოლიციის 5 ოფიცერი, ექვსი კი დაჭრა. შეტაკება მოხდა ამერიკელ სამხედოებსა და ერაყელებს შორის ერაყის დედაქალაქის შიიტურ რაიონში. ქალაქ მოსულში კი ერთ-ერთმა ექსტრემისტმა უნივერსიტეტის ლექტორი მოკლა.
XS
SM
MD
LG