Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი


ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალუ ალხანოვი,

ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალუ ალხანოვი,
რომელმაც უკვე გადალახა პირველივე ტურში გასამარჯვებლად აუცილებელი 50-პროცენტიანი ბარიერი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აბდულყასიმ არსახანოვის ცნობით, 21 საარჩევნო უბანში ხმების დათვლის შედეგად ალხანოვს მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 70 პროცენტზე მეტმა. ჩეჩნეთის წინა პრეზიდენტი აჰმად კადიროვი მიმდინარე წლის 9 მაისს, მის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტის დროს დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჩეჩნური კომიტეტის თავმჯდომარე ასლამბეკ აბდურზაკოვი ჩეჩნეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიკურ ფარსს უწოდებს. აბდურზაკოვის თქმით, კრემლის არჩევანის შეჩერება ალუ ალხანოვზე პრობლემებს ვერ გადაჭრის.
XS
SM
MD
LG