Accessibility links

logo-print

საბერძნეთის დედაქალაქში დამთავრდა ზაფხულის 28-ე


საბერძნეთის დედაქალაქში დამთავრდა ზაფხულის 28-ე ოლიმპიური თამაშები.

საბერძნეთის დედაქალაქში დამთავრდა ზაფხულის 28-ე ოლიმპიური თამაშები.
მედლების უკანასკნელი, 301-ე კომპლექტი მარათონელმა ვაჟებმა გაითამაშეს. ათენის თამაშების ბოლო "ოქრო" იტალიელმა მარათონელმა სტეფანო ბალდინიმ მოიპოვა. თუმცა, 16-დღიანი ასპარეზობის ბოლო სახეობაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ფინიშამდე ათიოდე კილომეტრით ადრე ტრასაზე გამოვარდა ერთ-ერთი მაყურებელი და გზა გადაუღობა ბრაზილიელ ვანდერლეი დე ლიმას, რომელიც იმ მომენტისთვის 42 წამის უპირატესობით ლიდერობდა. დე ლიმამ მაინც შეძლო რბოლის გაგრძელება და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა. თამაშების ბოლო დღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა მაღალი შეფასება მისცა ათენის ოლიმპიადის ორგანიზატორთა შრომასა და ძალისხმევას, რომლის წყალობით მსოფლიო უაღრესად წარმატებული სპორტული ზეიმის მოწმე გახდა. საზეიმო დახურვის ცერემონიაზე ათენმა ესტაფეტა გადასცა პეკინს, რომელიც 2008 წელს, ზაფხულის 29-ე ოლიმპიადას უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG