Accessibility links

logo-print

სამშაბათს, რუსეთში მომხდარი ორი ავიაკატასტროფის


სამშაბათს, რუსეთში მომხდარი ორი ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავებში მომხდარი აფეთქებებია

სამშაბათს, რუსეთში მომხდარი ორი ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავებში მომხდარი აფეთქებებია
- ასეთი განცხადება გააკეთა დღეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ანდრეი ფეტისოვმა. [ანდრეი ფეტისოვის ხმა] "სალონში ზოგიერთი სავარძელი, მაგიდა თუ ინტერიერის ზოგი სხვა კომპონენტი ისე იყო დაზიანებული, როგორც ეს აფეთქების ტალღის ზემოქმედების დროს ხდება ხოლმე. ამ ფრაგმენტებიდან მიღებული მონაცემებით უტყუარად დავადგინეთ, რომ თვითმფრინავში მოხდა აფეთქება ნივთიერებისა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ჰექსოგენია." უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესცენტრის ცნობით, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ იმ ორი მგზავრი ქალის ვინაობა, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებული იყვნენ აფეთქებებთან. ტუ-134 და ტუ-154, რომელთაგან ერთი მოსკოვიდან ვოლგოგრადში მიფრინავდა, ხოლო მეორე - ასევე მოსკოვიდან სოჭში, თითქმის ერთდროულად ჩამოვარდნენ ტულისა და როსტოვის ოლქებში. დაიღუპა 90 ადამიანი.
XS
SM
MD
LG