Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა უკრაინელი ფერმერი, რომელმაც ერთი


გარდაიცვალა უკრაინელი ფერმერი, რომელმაც ერთი კვირის წინათ, პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა.

გარდაიცვალა უკრაინელი ფერმერი, რომელმაც ერთი კვირის წინათ, პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა.
პარტია “ნაშა უკრაინას” განცხადებით ალიკ ასლანოვს ამგვარი ქმედებისკენ უბიძგა ხელისუფალთა ზეწოლამ, შეეცვალა პოზიცია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ასლანოვის მიერ დატოვებული წერილში ნათქვამია, რომ ჟიტომირის ოლქის ხელისუფლებამ მას მხოლოდ იმიტომ უთხრა უარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე, რომ ფერმერი მხარს უჭერდა პოპულარულ პოლიტიკოსს, ვიქტორ იუშჩენკოს. ჟიტომირის ოლქის პროკურატურამ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელიც ზეწოლის ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ასლანოვი პოლიტიკური მრწამსის გამო არ იდევნებოდა. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვიქტორ იუშჩენკოს საბაზრო რეფორმების გატარება სურს, ხოლო მისი მეტოქე - ვიქტორ იანუკოვიჩი - ცენტრალიზებული ეკონიმიკის მომხრეა.
XS
SM
MD
LG