Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარი მხარს უჭერს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარი მხარს უჭერს
საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას. შესაძლოა, კონფერენციის ფორმატი გასცდეს აშშ-ის, საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობას და მოიცვას რიგი ევროპული სახელმწიფოები, განაცხადა რიჩარდ ლუგარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. სენატორის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამავე ბრიფინგზე გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რიჩარდ ლუგარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ის დიდი მნიშვნელობა, რომელსაც აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ანიჭებს. სენატორი ლუგარი თბილისს გუშინ ეწვია.
XS
SM
MD
LG