Accessibility links

ჩეჩნეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში


ჩეჩნეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა

ჩეჩნეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა
ალუ ალხანოვმა. როგორც დღეს საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, ალხანოვს მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 74-მა პროცენტმა. თავად ალხანოვმა განაცხადა, რომ არ გეგმავს რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაში ნაუცბადევი ცვლილებების შეტანას. ევროპის კავშირმა ალხანოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ჩეჩნეთში დაპირისპირებული მხარეების მორიგების მიზნით. მაგრამ ალხანოვმა განაცხადა, რომ არ შეხვდება სეპარატისტთა ლიდერს ასლან მასხადოვს. ჩეჩნეთის წინა პრეზიდენტი აჰმად კადიროვი მიმდინარე წლის 9 მაისს, მის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტის დროს დაიღუპა.
XS
SM
MD
LG