Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ქალაქ ბეერშებაში დღეს ორი


ისრაელის ქალაქ ბეერშებაში დღეს ორი ავტობუსი აფეთქდა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე წუთში.

ისრაელის ქალაქ ბეერშებაში დღეს ორი ავტობუსი აფეთქდა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე წუთში.
სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა ამ აქტის შედეგად და რამდენიმე ათეული დაშავდა.
პალესტინელთა ექსტრემისტულმა გაერთიანებამ “ჰამასმა” პასუხისმგებლობა იკისრა მომხდარზე და განაცხადა, რომ ეს შურისძიება იყო ისრაელის მიერ “ჰამასის” ორი ლიდერის შეიხ აჰმედ იასინის და აბდელ აზიზ რანტისის რაკეტებით დახოცვის გამო. “ჰამასის” წარმომადგენელმა მასრიმ განუცხადა “როიტერის” სააგენტოს რომ ამ გაერიანებას კვლავაც შესწევს უნარი წარმატებით ებრძოლოს ისრაელს. მომხდარი დაგმო პალესტინელთა ავტონომიამ, ტერაქტები დაგმო ასევე ევროპის კავშირმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამნტმა მოუწოდა პალესტინელთა ავტონომიას ბოლო მოუღოს ამგვარ თავდასხმებს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა თქვა, რომ ამგვარ აქტებს არ აქვს პატიება, მან გააკრიტიკა პალესტინელთა მცდელობა უსაფრთხოების სფეროში.
XS
SM
MD
LG