Accessibility links

logo-print

უშიშროების სამსახურების ცნობით, თურქეთის სამხედროებმა


უშიშროების სამსახურების ცნობით, თურქეთის სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთში, ბოლო სამი

უშიშროების სამსახურების ცნობით, თურქეთის სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთში, ბოლო სამი
დღის განმავლობაში 11 ქურთი მეამბოხე მოკლეს. რეგიონის გუბერნატორის ერდოან გურბუზის ცნობით, ჰაკაროში, ირანის საზღვართან მომხდარი შეტაკებების დროს ორი სამხედრო დაიღუპა.
შაბათს თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხე პარტიზანების თავდასხმათა აღსაკვეთად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია წამოიწყეს. თავდასხმები მწვავდება 1 ივნისის შემდეგ, ანუ როდესაც მეამბოხეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 5-წლიანი შეთანხმება დაარღვიეს. გურბუზის თქმით, ტერიტორიის დათვალიერებისას ამოღებული ძირითადი საბრძოლო აღჭურვილობა, იარღი და დოკუმენტები ეკუთვნის კონგრა-გელს, გაერთიანებას, რომელსაც უწინ ქურთების მშრომელთა პარტიის სახელით იცნობდნენ.
XS
SM
MD
LG