Accessibility links

logo-print

კანადის ახალმა პრემიერ მინისტრმა პიერ


კანადის ახალმა პრემიერ მინისტრმა პიერ პეტიგრუმ დღეს, ბრიუსელში ირანის მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ

კანადის ახალმა პრემიერ მინისტრმა პიერ პეტიგრუმ დღეს, ბრიუსელში ირანის მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ
ისლამური რესპუბლიკა ცდილობს ირანში დაბადებულიკანადელი ფოტოკორესპონდენტის - ზაჰრა კაზემის საპყრობილეში სიკვდილის რეალური გარემოება დამალოს. პეტიგრუს თქმით, ირანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა. კანადას შეუძლია თეირანის ამ ფარსის წინააღმდეგ მხარდაჭერისთვის მოკავშირეებს მიმართოს, მაგრამ პრემიერმინისტრი დარწმუნებული არ არის, რომ ამგვარი სანქციები ეფექტიანი აღმოჩნდება ისლამურ ქვეყანასთან მიმართებით.
ირანის ხელისუფლებამ კაზემი 2003 წლის ივნისში ევინის ციხის ფოტოგადაღებისთვის დააპატიმრა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის, დაკითხვის დროს, თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG