Accessibility links

უკრაინა დნესტრისპირეთს სანქციებს დააკისრებს, თუკი


უკრაინა დნესტრისპირეთს სანქციებს დააკისრებს, თუკი სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება ოთხშაბათამდე

უკრაინა დნესტრისპირეთს სანქციებს დააკისრებს, თუკი სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლება ოთხშაბათამდე
რუმინულ-ენოვან სკოლებში სწავლის განახლებას არ დათანხმდება. უკრაინის მთავრობა იმედოვნებს, რომ დნესტრისპირეთის ლიდერები კეთილგონიერებას გამოიჩენენ და პრობლემის გადაწყვეტას უმტკივნეულოდ შეძლებენ.
მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდა, უკრაინა დნესტრისპირეთიდან გასატან ტვირთებს ტრანზიტულ დერეფანს გადაუკეტავს.
ივლისში დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა რეგიონში მოქმედი 7 მოლდავური სკოლიდან 2 იძულებით დახურეს. შეგახსენებთ, რომ ძირითადად რუსულ-ენოვანი დნესტრისპირეთი მოლდავეთს 1992 წელს, ომის შედეგად გამოეყო.
XS
SM
MD
LG