Accessibility links

logo-print

შეიარაღებული პირების ჯგუფთან, რომელმაც ოთხშაბათს


შეიარაღებული პირების ჯგუფთან, რომელმაც ოთხშაბათს დილით ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში ხელში ჩაიგდო სკოლა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეიარაღებული პირების ჯგუფთან, რომელმაც ოთხშაბათს დილით ჩრდილოეთი ოსეთის ქალაქ ბესლანში ხელში ჩაიგდო სკოლა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მასში მონაწილეობს ექიმი ლეონიდ როშალი. უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილო ოსეთის სამმართველოს უფროსის, ვალერი ანდრეევის თქმით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკება სკოლაში წყლისა და საკვების მიტანის თაობაზე. ჯგუფის წევრები იტყობინებიან, რომ ყველა ბავშვი ცოცხალია. როგორც იტყობინებიან, მძევლად არის აყვანილი 150-დან 300 ადამიანამდე. ანდრეევის სიტყვებით, დაიღუპა ორი ადამიანი და ორი დაიჭრა. ადრე იტყობინებოდნენ 4 დაღუპულისა და 10 დაჭრილის შესახებ. სპორტული დარბაზი, რომელშიც ჰყავთ დაკავებული მძევლები, დანაღმულია.
XS
SM
MD
LG