Accessibility links

ავღანეთში დაახლოებით 30 ჰუმანიტარული ორგანიზაცია


ავღანეთში დაახლოებით 30 ჰუმანიტარული ორგანიზაცია გამოთქვამს წერილობით შეშფოთებას,

ავღანეთში დაახლოებით 30 ჰუმანიტარული ორგანიზაცია გამოთქვამს წერილობით შეშფოთებას,
რომ მათ წარმომადგენლებს, შექმნილი გაუგებრობის გამო, სამხედრო შეტევათა საფრთხე სულ უფრო მეტად ემუქრებათ. მათ ღია წერილში ნათქვამია, რომ ავღანეთში ადგილობრივი ხელისუფლება და უცხოური შეიარაღებული ძალები შეგნებულად არ მიჯნავენ ადგილობრივ სამხედროთა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა მოღვაწეობის ფარგლებს. ხსენებული ორგანიზაციები 25 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის აღდგენას ცდილობენ. წერილში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰუმანიტარული მისიისა და ავღანელი მოსახლეობის მიმართ საფრთხემ საგრძნობლად იმატა. გასული წლის მარტიდან მოყოლებული ავღანეთში მისიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG