Accessibility links

logo-print

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი


რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი კომპანია “იუკოსი” კვლავაც საქმიანობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას.

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელი კომპანია “იუკოსი” კვლავაც საქმიანობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას.
მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - კომპანიის საბანკო ანგარიშებზე 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის დაყადაღების თაობაზე. კომპანია “იუკოსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი მიდგომით სახელმწიფო კომპანიის შესაძლებლობებს ზღუდავს და მას სტაბილიზაციის შანსს ართმევს. ამასთან, კომპანია, ასეთ მდგომარეობაში, ვერც ხელფასების გადახდას მოახერხებს და, სავარაუდოდ, საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. აქვე მოგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ 2000 წელს დაგროვილი დავალიანების – სამი მილიარდ 400 ათასი დოლარის - გადახდის უკანასკნელი ვადა მიმდინარე კვირის დასაწყისში ამოიწურა. “იუკოსი”, რომელზეც მსოფლიო მასშტაბით მოპოვებული ნავთობის 2 პროცენტი მოდის, მსოფლიო ფასსზე შესამჩნევ გავლენას ახდენს. ნედლეულზე ფასის ბოლოდროინდელი მომატება ნაწილობრივ სწორედ იუკოსის გარშემო შექმნილი გაუგებრობით იყო გამოწვეული.
XS
SM
MD
LG