Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იოშკა ფიშერი მიიჩნევს, რომ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ვერ მოახერხებს, თუმცა თავად ის ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.

გერმანულ გაზეთში “ბილდ ზაიტუნგ”-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფიშერი აღნიშნავს, რომ თურქეთმა, ევროკავშირის მოთხოვნათა შესაბამისად, დემოკრატიული რეფორმების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მართლაც გადადგა. როგორიც არის, მაგალითად: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, წამებისა და სიკვდილით დასჯის აკრძალვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში შესასვლელად თურქეთს კიდევ არაერთი რეფორმის გატარება მოუწევს. ევროკავშირის გაფართოების კომისია თურქეთში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს ოქტომბერში შეაფასებს. გაერთიანების ლიდერთა განცხადებით, თუკი ხსენებული კომისია გადაწყვეტს, რომ ქვეყანა ბლოკში გაწევრიანების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.
XS
SM
MD
LG