Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში კვლავ დაძაბულობაა. ერაყელი ექიმის


ერაყში კვლავ დაძაბულობაა. ერაყელი ექიმის - სეიფედინ ტაჰას თქმით, 1 სექტემბერს, გვიან საღამოს ქალაქ ფალუჯაში 17 ადამიანი დაიღუპა.

ერაყში კვლავ დაძაბულობაა. ერაყელი ექიმის - სეიფედინ ტაჰას თქმით, 1 სექტემბერს, გვიან საღამოს ქალაქ ფალუჯაში 17 ადამიანი დაიღუპა.
ბაღდადიდან დასავლეთით, დაახლოებით 65 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მომხდარი შეტაკების შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაშავდა. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა მსხვერპლის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა აქვეყნებს ცნობას, რომ შეტევის სამიზნეს წარმოადგენდა ორი სახლი, რომლებშიც აბუ მუსა ზარყავის მომხრეები იყვნენ გამაგრებული. ამერიკელ სამხედროთა თქმით, მათ კავშირი ჰქონდათ ალ-ყაიდას ტერორისტულ ქსელთან. ზარყავის ჯგუფის წევრები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ოთხშაბათს დილით შენიშნეს.
XS
SM
MD
LG