Accessibility links

logo-print

რუმინეთიდან მიღებული ცნობით, ტრანსილვანიის მთიანი


რუმინეთიდან მიღებული ცნობით, ტრანსილვანიის მთიანი სოფელი 30-მა ყავისფერმა დათვმა

რუმინეთიდან მიღებული ცნობით, ტრანსილვანიის მთიანი სოფელი 30-მა ყავისფერმა დათვმა
დააწიოკა და, როგორც ამბობენ, შესაძლოა, ამ უცნაურმა ფაქტმა ხელი სასწავლო წლის დაწყებასაც კი შეუშალოს.
სოფელი პოიანა მარულუი დედაქალაქ - ბუქარესტის ჩრდილოეთით, სულ რაღაც 170 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. მოურიდებელი დათვები შინაურ ცხოველებს დღისით-მზისით იტაცებენ და ამიტომ, შეშინებული მოსახლეობა, ბუნებრივია, ბავშვებს გარეთ არ უშვებს. ექსპერტები ცდილობენ, რომ ეს პრობლემა როგორმე 15 სექტემბრამდე, ანუ სასწავლო წლის დაწყებამდე გადაჭრან.
XS
SM
MD
LG