Accessibility links

logo-print

ერაყის დროებითი მთავრობის პრეზიდენტმა საფრანგეთში


ერაყის დროებითი მთავრობის პრეზიდენტმა საფრანგეთში 4-დღიანი ვიზიტი გადადო,

ერაყის დროებითი მთავრობის პრეზიდენტმა საფრანგეთში 4-დღიანი ვიზიტი გადადო,
რის მიზეზადაც ერაყში მძევლად აყვანილი 2 ფრანგი ჟურნალისტის გადაუჭრელი საკითხი სახელდება. ინკოგნიტო წყაროს ცნობით, ვიზიტის გადადება ორივე მხარის თანხმობით მოხდა. ღაზი იავერი პარიზში კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა ის მომავალ კვირაში ბერლინში აპირებს გამგზავრებას.
შეგახსენებთ, რომ ორი ფრანგი ჟურნალისტი ორი კვირის წინათ ერაყში, ქალაქ ნაჯაფისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. ოდნავ მოგვიანებით, გამტაცებლები მათი მოკვლით იმუქრებოდნენ, თუკი საფრანგეთი სკოლებში მუსლიმანებისთვის თავსაბურავების ტარების აკრძალვას არ გააუქმებდა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა ამგვარ დათმობაზე უარი განაცხადა და აკრძალვა ძალაში ამ კვირაში მაინც შევიდა. თუმცა საფრანგეთის მთავრობის გუშინდელი განცხადებით, მძევლები ამჟამად შედარებით ზომიერი ჯგუფის ხელში არიან.
XS
SM
MD
LG