Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის ქუჩებში ასობით ირანელი მომიტინგე


თეირანის ქუჩებში ასობით ირანელი მომიტინგე ერთადერთი მოთხოვნით გამოვიდა.

თეირანის ქუჩებში ასობით ირანელი მომიტინგე ერთადერთი მოთხოვნით გამოვიდა.
ისინი ხელისუფლებას არაისლამური წესის მიხედვით ჩაცმული ქალების მიმართ მეტი სიმკაცრის გამოჩენისკენ მოუწოდებდნენ. მიტინგი, რომელშიც ძირითადად მამაკაცები მონაწილეობდნენ, პოლიციური სტრუქტურებისა და ახლადდაკომპლექტებული პარლამენტის საყურადღებოდ გაიმართა.
დედაქალაქში თუ სხვაგან, ისლამური ჩაცმულობის წესებს დღესდღეობით ბევრი ირანელი ქალი არღვევს. არადა, ისლამური ჩვეულება მათ გრძელი კაბისა და თავშალის ტარებას ავალებს. მუსლიმანურ საზოგადოებაში ქალმა სხეულის კონტურები და თმა აუცილებლად უნდა დამალოს.
XS
SM
MD
LG