Accessibility links

logo-print

"რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობამ დღეს გამოქვეყნა


"რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობამ დღეს გამოქვეყნა განცხადება,

"რადიო თავისუფლების" ხელმძღვანელობამ დღეს გამოქვეყნა განცხადება,
რომელშიც დაგმო რადიოს კორესპონდენტის ანდრეი ბაბიცკის დაკავების ფაქტი. ანდრეი ბაბიცკი 2 სექტემბერს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს, როცა ის ჩრდილოეთ კავკასიაში გამგზავრებას აპირებდა იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. მოსკოვის სასამართლომ მას ბრალად "წვრილმანი ხულიგნობა" წაუყენა. "ღრმად შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ გრძელდება ანდრეი ბაბიცკის დევნა და შევიწროება. ანდრეი "რადიო თავისუფლების" ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და მამაცი ჟურნალისტია. დარწმუნებული ვარ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა", - განაცხადა "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ტომ დაინმა.
XS
SM
MD
LG