Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ბესლანში

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ბესლანში
მომხდარი არის იმის სრულიად სასტიკი მაჩვენებელი, თუ რაზე შეიძლება წავიდნენ ტერორისტები: [ბუშის ხმა] "ჩვენ ვგლოვობთ უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ რუსეთის ხალხის გვერდით ვდგავართ. აღვავლენთ ლოცვას მათთვის ამ საზარელ ვითარებაში." შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას და მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად ტერორისტებს აკისრებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ თანაგრძნობას უცხადებს რუსეთს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი აცხადებს, რომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც ბავშვების მძევლად აყვანას გაამართლებდა. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ ბოტმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციაზე განცხადება გამოაქვეყნა. დოკუმენტში გამოქმულია სინანული იმის გამო, რომ მშვიდობიანი გზით ვერ მოხერხდა რუსეთის სამხრეთში მძევლად აყვანილი ადამიანის დახსნა. თუმცა, ბერნარ ბოტი აცხადებს, რომ მას ესმის "რთული დილემა", რომლის წინაშეც რუსეთის ხელისუფლება აღმოჩნდა. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნავს, რომ ევროკავშირი "სრულად და უპირობოდ" გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას.
XS
SM
MD
LG